დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 512 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 03/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №512
2006 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის დამატებით 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა სოფელ ჩხალთაში მთავრობის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის, სოფელ გენწვიშში აეროდრომის კეთილმოწყობის სამუშაოებისა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასასრულებლად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მ. აკიშბაიას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები