დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №799
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. 2008 წლის იანვარში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპის ღონისძიებათა შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 3 650 000 (სამი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების უზრუნველსაყოფად „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოყოფილი თანხებით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები