დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 798 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №798
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია ქალაქ გორის ინფრასტრუქტურის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა თაობაზე.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები) ვ. გეგელაშვილს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები