დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 794 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №794
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ხრამჰესი 2“ -ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
„ხრამჰესი 2“-ის ჰიდროაგრეგატებისა და გამანაწილებელი ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოების დამთავრების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს №441 განკარგულებით გამოყოფილი საკრედიტო რესურსის უკმარისობიდან და, შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან დამატებით საკრედიტო რესურსად გამოყოს 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი და სსიპ – ენერგოგენერაციასთან გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს №441 განკარგულების შესაბამისად.
2. სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 აგვისტოს №441 განკარგულების შესაბამისად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს სათანადო ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები