დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მესტიის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 17/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №129
2005 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მესტიის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ
გასული წლის ზაფხულსა და მიმდინარე წლის მარტში მესტიის რაიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების და 2005 წლის მკაცრი ზამთრის შედეგად მოსახლეობას პირუტყვის გამოზამთრებისათვის უმძიმესი პირობები შეექმნა.
ქვემო ქართლის რეგიონმა დახმარების სახით მესტიის რაიონს გადასცა 250 ტონამდე თივა, ამასთან, რაიონს მწირი ფინანსური რესურსების გამო არ გააჩნია ტრანსპორტირების ხარჯები.
რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის რაიონის გამგეობას გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი ქვემო ქართლის რეგიონიდან 250 ტონა თივის ტრანსპორტირებისათვის.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ.ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები