სს ,,ჭიათურმანგანუმის“ მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შესახებ

  • Word
სს ,,ჭიათურმანგანუმის“ მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 17/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
127
17/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 17/04/2005
000000000.00(0).000.000000
სს ,,ჭიათურმანგანუმის“ მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №127

2005 წლის 17 აპრილი

. თბილისი

სს ,,ჭიათურმანგანუმის მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შესახებ

სს ,,ჭიათურმანგანუმის მიერ დაზარალებული პირების, საწარმოო ტრავმით დაშავებულთა და მათი მოთხოვნების მოცულობის ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების ხელმოწერიდან ხუთ დღეში შექმნას სს ,,ჭიათურმანგანუმის მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განკარგულების ხელმოწერიდან სამ დღეში უზრუნველყონ შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

3. ეთხოვოს საქართველოს კონტროლის პალატას, განკარგულების ხელმოწერიდან სამ დღეში წარმოადგინოს შესაბამისი კანდიდატურა კომისიაში მონაწილეობისათვის.

4. კომისიამ უზრუნველყოს სს ,,ჭიათურმანგანუმის მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა, აგრეთვე მათი მოთხოვნების მოცულობის ზუსტი რაოდენობის დადგენა 2005 წლის 1 ივნისამდე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი