სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ამბროლაურისა და ლენტეხის რაიონების მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ამბროლაურისა და ლენტეხის რაიონების მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 14/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
122
14/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 14/04/2005
000000000.00(0).000.000000
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ამბროლაურისა და ლენტეხის რაიონების მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №122

2005 წლის 14 აპრილი

. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ამბროლაურისა და ლენტეხის რაიონების მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

ამბროლაურის რაიონის სოფელ გენდუშში დიდთოვლობისა და მეწყრის გამო მოსახლეობა (22 კომლი) განიცდის პირუტყვის საკვების მწვავე ნაკლებობას. ამასთან, ლენტეხის რაიონში მეწყრის გამო ჩაკეტილია სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზები. მოსახლეობა საჭიროებს სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათით გადაუდებელ დახმარებას.

ზემოაღნიშნული რაიონების მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს:

- ამბროლაურის რაიონის გამგეობას 5000 (ხუთი ათასი) ლარი თივის შეძენისა და სოფელ გენდუშში ტრანსპორტირებისათვის;

- ლენტეხის რაიონის გამგეობას 10000 (ათი ათასი) ლარი ლენტეხის რაიონის სამი სოფლისათვის სურსათის შესაძენად და ვერტმფრენით ტრანსპორტირებისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი