2006 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების 2006-2009 წლებისათვის დაფინანსების ოდენობის დამტკიცების თაობაზე

  • Word
2006 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების 2006-2009 წლებისათვის დაფინანსების ოდენობის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
440
21/09/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2006
000000000.00(0).000.000000
2006 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების 2006-2009 წლებისათვის დაფინანსების ოდენობის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 440

2006 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

2006 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების 2006-2009 წლებისათვის დაფინანსების ოდენობის დამტკიცების თაობაზე

საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და მისი დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სამეცნი­ერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის 81 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესა­ბამისად:

1. დამტკიცდეს 2006 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინან­სების ოდენობა 2006-2009 წლებისათვის:

ა) ქართველოლოგიური მეცნიერებები – 233 850 ლარი;

ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნი­ერებები – 153 750 ლარი;

გ) მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორ­მაციო ტექნოლოგიები – 181 800 ლარი;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 249 900 ლარი;

ე) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო – 169 200 ლარი;

ვ) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნი­ერებები – 191 250 ლარი;

ზ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები – 157 050 ლარი;

თ) აგრარული მეცნიერებები – 163 200 ლარი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული სახელ­მწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექ­ტების 2007-2009 წლებში დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადა­დებები 2007, 2008 და 2009 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ საქართველოს კანონთა პროექტებში შესა­ბამის ასიგნებათა გათვალისწინების თაობაზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი