საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 13/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
436
13/09/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 13/09/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №436

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებუ­ლი საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის დამატებით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გამოყოფა სოფელ ჩხალთის საშუალო სკოლის რეკონსტრუქციისა და სოფელ აჟარაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-კეთილმო­წყობის სამუშაოების გასაგრძელებლად, აგრეთვე მიკროავტო­ბუსების ტიპისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების, საოფისე ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მ. აკიშ­ბაიას.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი