დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 788 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №788
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 210 000 იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელთაც „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №72 განკარგულების შესაბამისად გავლილი აქვთ 2007 წლის სავალდებულო რეგისტრაცია (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა), გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 30 ლარის ოდენობით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით დასახულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (კ. სუბელიანი) გამოუყოს 6 300 000 (ექვსი მილიონ სამასი ათასი) ლარი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები