გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
786
17/12/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
000000000.00(0).000.000000
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 786

2007 წლის 17 დეკემბერი

. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ნორმა­ლურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულია სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სამუშაოები, რომლებიც მოიცავს:

ა) სოფელ ატენის სასმელი წყლით მომარაგების რეაბი­ლიტაციას;

ბ) სოფელ ქიწნისის სასმელი წყლით მომარაგების რეაბი­ლიტაციას;

გ) სოფელ ბროწლეთის ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

დ) სოფელ შერთულში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

ე) სოფელ ნიქოზში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

ვ) სოფელ ქიწნისში ახალი ჭაბურღილის მოწყობას.

2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისადб ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეზღუ­დულ ვადებში შესრულების მიზნით შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორ­ციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს ­– გუბერ­ნა­ტორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­ულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის  მუნი­ციპა­ლიტეტები) ვ. გეგელაშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ვ. გურგენიძე