„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
778
05/12/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
000000000.00(0).000.000000
„უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 778

2007 წლის 5 დეკემბერი

. თბილისი

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის  27 ივლისის 378 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზო­გა­დი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმადб უმაღ­ლესი განათლებისა და მეც­ნიერების სექტორის ინფრა­სტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქ­მედო გეგმის შემმუშავებელი სამ­თავ­რობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 27 ივლისის 378 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

 ა) პირ­ველი  პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კა­ნო­­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადб უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების გაზრდის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შეიქმნას უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების ზრდის სამოქმედო გეგმის შემ­მუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლო­ბით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), მერიის ადმინისტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­­ტრი რეფორმების კოორდინა­ციის საკითხებში

კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­­თარების მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

მაია მიმინოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკა­დემიის აკადემიკოსი მდივანი

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოად­გილე

გიორგი უგულავა – ქ. თბილისის მერი

შოთა ჭალაგანიძე – საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრუ­ლე­ბელი.;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,3. განკარგულების ძალაში შესვლიდან შვიდ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებულ წინადადებათა პაკეტი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                       გ. ბარამიძე