დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 775 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №775
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება მიეცეთ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს _ გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები) გ. ნაცვლიშვილს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები