ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
773
05/12/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
000000000.00(0).000.000000
ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 773

2007 წლის 5 დეკემბერი

. თბილისი

ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

მოსახლეობის მიერ ღვინის ქარხნებისათვის ჩაბარე­ბული ყურძნის ღირებულების სრულად და მიმდინარე წლის ბოლომდე ანაზღაურების ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტს (ვ. მანაგაძე) სახელმწიფო მიზნობრივი პროგ­რამა ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებების დასაფინანსებლად საკრედიტო რესურსად გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეი­ტა­ნოს შესაბამისი ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილ) უზრუნველყოს:

ა) სესხის მიმღები ღვინის ქარხნების შერჩევა და მათთვის საკრედიტო რესურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საჯა­რო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტთან ერთად შერჩეულ სესხის მიმღებ ღვინის ქარხნებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება.

4. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 1 წე­ლი  სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

5. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 3 პროცენტის ოდენობით.

6. დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი კვირის ვადაში სესხის მიმღებმა ღვინის ქარხნებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ შესაბამისი საბანკო გარანტია ან დააგირაონ და იპოთეკით დატვირთონ შესაბა­მისი ღირებულების ქონება.

7. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კონ­ტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნე­ობის სამინისტრომ. სესხის მიმღებ ღვინის ქარხნებს სეს­ხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში დაეკის­როთ პირგასამტეხლო არამიზნობრივად გამოყენებული თან­ხის 25 პროცენტის ოდენობით.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                     გ. ბარამიძე