თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
771
05/12/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
000000000.00(0).000.000000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 771

2007 წლის 5 დეკემბერი

. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის 96 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადება, აგრეთვე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი 22) და საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრა­ლის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,2225 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სა­მმართ­ველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წილკნის სატყეოს 17 კვარტალის 10-11 უბნიდან – 1,02 ჰექტარი, 74 კვარტალის 74 უბნიდან – 0,2025 ჰექტარი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირ­ველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპე­ტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგე­ნილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე