დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ რუსთავის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №429
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ რუსთავის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ქონების, როგორც ძირითადი ქონების, კერძოდ, №1 დანართში მითითებული შენობა-ნაგებობებისა და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 31 აგვისტოს №1-1/863 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები