ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სისტემის რეფორმირების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სისტემის რეფორმირების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 12/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
105
12/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 12/04/2005
000000000.00(0).000.000000
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სისტემის რეფორმირების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №105

2005 წლის 12 აპრილი

. თბილისი

ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სისტემის რეფორმირების ღონისძიებათა შესახებ

ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სისტემის რეფორმირების ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:

1. შესაბამის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელმა სამინისტროებმა 2005 წლის 20 აპრილამდე საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინონ წინადადებები ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემის გამარტივების, მათ შორის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურების სრულყოფისა და ვადების ოპტიმიზაციის თაობაზე, ასევე თითოეული ლიცენზიისა და ნებართვის არსებობის მიზანშეწონილობის დასაბუთება, კერძოდ:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) –

ა.ა) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია;

ა.ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოებისა და შეკეთების ლიცენზია;

ა.გ) საზღვაო სამგზავრო გადაყვანის ლიცენზია;

ა.დ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზია;

ა.ე) საშემფასებლო საქმიანობის ლიცენზია;

ა.ვ) რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია;

ა.ზ) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავ­რო გადაყვანისა და სახიფათო ტვირთების საავტომობილო გადა­ზიდვის ნებართვა;

ა.თ) საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო მოცულო­ბების რეალიზაციის, არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ან/და საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სა­მუშაოთა წარმოების ნებართვა;

ა.ი) იმ საქმიანობის ნებართვა, რომელიც უკავშირდება სა­­შიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციას, კონსტრუირე­ბას, გაუქმებას, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციას, საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების დამზადებასა და მონტაჟს, მომსახურებასა და რემონტს, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატა­რებას, მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექა­ნიზმების გამოყენებას (გარდა ნავთობისა და გაზის სფეროებისა), სახელმწიფოს დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირებას, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვას, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებას;

ა.კ) განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა;

ა.ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ნებართვა;

ა.მ) საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირ­ზიდვისა) ნებართვა;

ა.ნ) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) –

ბ.ა) ბირთვულ და რადიაციულ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია;

ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია;

ბ.გ) გარემოსდაცვითი საქმიანობის ლიცენზია;

ბ.დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებითი საქმიანობის ლიცენზია;

ბ.ე) სამთომოპოვებითი და სამთამადნო საქმიანობის ლიცენზია;

ბ.ვ) ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

ბ.ზ) გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

ბ.თ) გარემოსდაცვითი ნებართვა;

ბ.ი) ქვეყნის ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის (გარდა თემატური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) ნებართვა;

ბ.კ) ტყით სარგებლობის ნებართვა;

ბ.ლ) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში:

ბ.ლ.ა) ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა;

ბ.ლ.ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტისა და ტრანზიტის, ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ნებართვა;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი) –

გ.ა) სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის ლიცენზია;

გ.ბ) საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ლიცენზია;

გ.გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალური დეპოზიტარის საქმიანობის ლიცენზია;

გ.დ) აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია;

გ.ე) საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია;

გ.ვ) ლიცენზიები თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის სფეროში:

გ.ვ.ა) იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან;

გ.ვ.ბ) სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან;

გ.ვ.გ) პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან;

გ.ვ.დ) თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა;

გ.ზ) საბაჟო საწყობების (გარდა საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული საწყობებისა) საქმიანობის, უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის, საბაჟო კონტროლით და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვები;

გ.თ) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების (კაზინოების) მოწყობის ნებართვა;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) –

დ.ა) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზია;

დ.ბ) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში:

დ.ბ.ა) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის ნებართვა, სპეციალურ კონ-ტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა;

დ.ბ.ბ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა;

დ.ბ.გ) არაიოდი ებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტის ნებართვა;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) –

 აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზია;

ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (კ. კემულარია) –

ვ.ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადების, შეკეთებისა და ვაჭრობის ლიცენზია;

ვ.ბ) იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა;

ვ.გ) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში შეიარაღების (მათ შორის, იარაღის) საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) –

ზ.ა) ლიცენზიები კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში:

ზ.ა.ა) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება;

ზ.ა.ბ) ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოება;

ზ.ა.გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება;

ზ.ბ) ლიცენზიები ვეტერინარიის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში:

ზ.ბ.ა) ვეტერინარიული საქმიანობა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების წარმოება და ვაჭრობა, სახელმწიფო ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების ფუნქციონირება;

ზ.ბ.ბ) პესტიციდების წარმოება და ვაჭრობა;

ზ.ბ.გ) აგროქიმიკატების წარმოება და ვაჭრობა;

ზ.ბ.დ) აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა;

ზ.ბ.ე) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება;

ზ.ბ.ვ) მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა;

ზ.გ) ნებართვა ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის საწარმოებზე;

ზ.დ) ნებართვა ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის საწარმოებზე;

ზ.ე) ნებართვა ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამქაბოს საწარმოებზე;

ზ.ვ) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში:

ზ.ვ.ა) პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა;

ზ.ვ.ბ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

ზ.ვ.გ) აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა;

ზ.ვ.დ) კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

თ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) –

თ.ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, რეიმპორტის; ბუნებრივი გაზის მიწოდების, ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, რეიმპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზია;

თ.ბ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ლიცენზია;

თ.გ) ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებათა განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის;

თ.დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების ნებართვა;

თ.ე) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში საქმიანობის ნებართვა;

ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) –

ი.ა) ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოთა შესასრულებლად დაშვების ნებართვა;

ი.ბ) ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა;

ი.გ) საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა;

კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) –

კ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის საჭირო დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა;

კ.ბ) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ტირის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა, უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;

კ.გ) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;

კ.დ) ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა.

2. სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის ახალი პროექტის შესამუშავებლად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შესაბამისი ბრძანებით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიებისა და ნებართვების არსებობის მიზანშეწონილობის დასაბუთების საფუძველზე 2005 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყოს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც გააერთიანებს ქვეყანაში მოქმედი ყველა ლიცენზიისა და ნებართვის სახეებს და მათი გაცემის პროცედურებს.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 13 აპრილის სხდომას წარმოუდგინოს ინფორმაცია კანონმდებლობაში არსებული ლიცენზიების, ნებართვების, დასკვნების, შეთანხმებების სახეობების, რაოდენობისა და მათი გაცემის ვადების შესახებ.

4. რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კ. ბენდუქიძემ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის სხდომას განსახილველად წარმოუდგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტი.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი