დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. ქუთაისისათვის სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 427 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №427
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
,, ქ. ქუთაისისათვის სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების ( აქციების) საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, რუსთაველის გამზ. № 3ა-ში მდებარე 1136.17 კვ.მ ფართობის შენობისა და მასზე დამაგრებული 388 კვ.მ მიწის ფართობის და № 3 დანართში მითითებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) ქ. ქუთაისის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2006 წლის 31 აგვისტოს № 1-1/864 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები