დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 638 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 26/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №638
2007 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 სექტემბრის №482 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. 2007 წლის 25-26 სექტემბერს ქ. თბილისში საერთაშორისო კონფერენციასა – სტრატეგიული კომუნიკაცია ტურიზმის სფეროში „ TOURCOM“ და ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში _ „ WORLD TRAVEL MARKET“ (WTM) მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს გამოუყოს 777 000 (შვიდას სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი, საიდანაც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში (WTM) მონაწილეობის მისაღებად დახარჯოს 241 154 (ორას ორმოცდაერთი ათას ას ორმოცდათოთხმეტი) ლარი.“ ;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნულ კონფერენციასა და გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობისათვის საჭირო ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები