განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების შემუშავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების შემუშავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
424
06/09/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006
000000000.00(0).000.000000
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების შემუშავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 424

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების შემუშავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა  შესახებ

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ” ქვეპუნქტისა და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების მიზნით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, „ტურიზმისა და კურორტე­ბის შესახებ” საქართველოს კანონის, „კურორტებისა და საკუ­რორტო ადგილების სანიტარიული დაცვის შესახებ” საქართვე­ლოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს კურორ­ტების, სა­კუ­რორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სა­რეკრე­აციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკი­ცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის 968 ბრძანებულების შესაბა­მისად:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ 6 თვეში უზრუნველყოს:

ა) გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროსა და ურეკის სარეკრეაციო ზონების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შედგენა და მათი დამტკიცების ხელშეწყობა მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად;

ბ) ქალაქების თბილისის, ბათუმის, ბორჯომის, ასევე ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების საზღვრების პროექტის მომზადება;

გ) ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გან­საკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების (გარდა ქალაქების თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის) საკადასტრო რუკების შემუშავება;

დ) ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება და მათი დამტკიცების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო სახსრების გამოყოფა განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესასრულებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი