სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან (თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობიდან) ფართობის ამორიცხვის და გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
420
06/09/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან (თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობიდან) ფართობის ამორიცხვის და გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 420

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ( თბილისის ( ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობიდან) ფართობის ამორიცხვის და გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს გარდაბნის რაიონის გამგეობის წი­ნა­დადება (გამგეობის 2006 წლის 12 ივლისის 123 დადგე­ნილება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი 7) თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობისა და კოჯრის საკრებულოს ტე­რი­ტორიებიდან მიწის ფართობების ამორიცხვისა და ჩარი­ცხვის შესახებ.

 2. გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრე­ბულოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსე­ბული 104 ჰა ტყით დაფარული ფართობი ჩაირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდში, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონ­დიდან (თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურ­ნეობიდან) ამოირიცხოს 28.5 ჰა არასატყეო-სამეურნეო დანიშ­ნულების ფართობი.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) გარდაბნის რაიონის გამგეობასთან ერთად მოახდინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვთების ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-გა­­ფორმება.

4. ეთხოვოს გარდაბნის რაიონის გამგეობას უზრუნველ­ყოს სახელ­მწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული და მისთვის გადაცემული მიწის ფართობის აღრიცხვა და შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი