დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №419
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოსვენებასა და დაკრძალვასთან, ასევე აფხაზური მხარისათვის ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის აპარატს (შემდგომში _ აპარატი) (ორგანიზაციული კოდი 34.06) გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. აპარატმა კანონმდებლობის დაცვით უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გ. ხევიაშვილმა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები