დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისათვის მისი ცენტრალური შენობის მიმდებარედ არსებული 2285 მ2 მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის ნებართვის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №415
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისათვის მისი ცენტრალური შენობის მიმდებარედ არსებული 2285 მ2 მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის ნებართვის გაცემის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მერიის წინადადება (ქალაქ ქუთაისის მერის 2006 წლის 17 აგვისტოს № 402 განკარგულება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი № 4) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისათვის მისი ცენტრალური შენობის მიმდებარედ არსებული (სკვერის ტერიტორია) 2285 მ2 მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. ეთხოვოს ქალაქ ქუთაისის მერიას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძე-ნიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისათვის ზემოაღნიშნული მიწის ფართობის აღნაგობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები