სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1494
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016151
  • Word
1494
23/10/2013
ვებგვერდი, 30/10/2013
000000000.00.003.016151
სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1494

2013  წლის  23 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუ­ნქ­ტ­ის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე­სურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის ტერიტორიაზე არსე­ბუ­ლი მინე­რა­ლუ­რი წყ ალი „ზანავის“ საბადოზე სასარგებლო წიაღისეულ­ ის მოპოვე­­ ის ლიცენზიის გაცემისათვის შემდეგი მოთ­ხო­ვნები:

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

 ა) ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, ბორჯომის მუნი­ცი­პა­ლიტეტის სოფელ ზანავის ტერიტორიაზე უზრუნველყოს მი­ნე­­რა­ლუ­რი წყლის ჩამომსხმელი საწარმოს მშენებლობა და აღნიშნულ სა­წარმოში მინერალური წყლის ჩამოსხმის დაწყება, ლიცენზიის პირო­ბე­ბის შესა­ბა­მი­სად;

ბ) უზრუნველყოს საწარმოში სოფელ ზანავში რეგისტრირებული არა­ნაკლებ 20 პირის დასაქმება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ბიძინა ივანიშვილი