შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 23/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
397
23/08/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 23/08/2006
000000000.00(0).000.000000
შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №397 

2006  წლის  23  აგვისტო 

ქ. თბილისი

შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწი­ფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პრივატიზების მიზნით საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის” (ქ. ბათუმი, ხიმშიაშვილის ქ. №20) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი (100 პროცენტი), დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) განკარგულების შესასრულებლად უზრუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღო­ნის­ძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი

დანართი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი

 

№

საწარმოს დასახე-ლება

იური-დიული მისამართი

საწესდებო კაპიტალი (ლარობით)

სახელმწი­ფოს წილი (%)

საქმიანობის სფერო

საანგარი­შო წლის მო­გე­­ბა, ზარა­ლი (ლა­რო­ბით)

კრედიტორუ­ლი დავა­ლია­ნება (ლარობით)

დები-ტო­რუ-ლი დავა-ლი­ანება (ლა-რო­ბით)

შენი-შვნა

1.

შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატი”

ქ.ბათუმი, ხიმშიაშვი­ლის ქ.#20

2046260 (ორი მილიონ ორმოცდა­ექვსი ათას ორას სამოცი)

 

 

 

100 (ასი)

თამბაქოს წარმოება, გადამუშავება და რეალიზაცია; სხვა სახის სამეურნეო და კომერციული საქ­მია­ნობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებ­ლობას

 

 

 

 

7734000

 

 

 

817100