დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექიმები საზღვრების გარეშე” არასამთავრობო ორგანიზაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 396 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 23/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №396
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„ექიმები საზღვრების გარეშე” არასამთავრობო ორგანიზაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად „ექიმები საზღვრების გარეშე” არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზისტენტული ტუბერკულოზის პილოტური პროექტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის ასიგნებებიდან „ექიმები საზღვრების გარეშე” არასამთავრობო ორგანიზაციისათვის 113 532,63 (ას ცამეტი ათას ხუთას ოცდათორმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის გამოყოფა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები