დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 23/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №392
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი ქ. ბათუმის ნობელის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლ. ვარშალომიძეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები