საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 390, 23/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
390
23/08/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 390, 23/08/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 390

2006 წლის 23 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან „პროგრამა „პატრიოტის” განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 მაისის 242 განკარგულების შესაბამისად პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით რაიონების გამგეობებს გამოუყოს 101 161 (ას ერთი ათას ას სამოცდაერთი) ლარი, კერძოდ:

 სიღნაღის რაიონის გამგეობას – 9 090 ლარი

 ტყიბულის რაიონის გამგეობას – 4 053 ლარი

 სამტრედიის რაიონის გამგეობას – 6 000 ლარი

 მარტვილის რაიონის გამგეობას – 17 600 ლარი

 ჩხოროწყუს რაიონის გამგეობას – 14 800 ლარი

 ერედვის თემის გამგეობას – 4 600 ლარი

 ქურთის თემის გამგეობას – 3 116 ლარი

 თიღვის თემის გამგეობას – 370 ლარი

 ხაშურის რაიონის გამგეობას – 14 440 ლარი

 თეთრი წყაროს რაიონის გამგეობას – 710 ლარი

 ადიგენის რაიონის გამგეობას – 2 110 ლარი

 ახალციხის რაიონის გამგეობას – 2 392 ლარი

 ნინოწმინდის რაიონის გამგეობას – 3 600 ლარი

 თიანეთის რაიონის გამგეობას – 1 190 ლარი

 ყაზბეგის რაიონის გამგეობას – 2 490 ლარი

 ლენტეხის რაიონის გამგეობას – 5 600 ლარი

 ონის რაიონის გამგეობას – 4 000 ლარი

 ცაგერის რაიონის გამგეობას – 5 000 ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ . ნოღაიდელი