დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 8, 23/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №388
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ
კოდორის ხეობაში საავტომობილო მიმოსვლის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის ღონისძიებათა უმოკლეს ვადაში დაწყების აუცილებლობიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):
ა) მიმდინარე წლის ზამთრის დადგომამდე დარჩენილი პერიოდის მაქსიმალურად გამოყენების, სამშენებლო სამუშაოთა დროულად დაწყებისა და განხორციელების გათვალისწინებით უზრუნველყოს ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურებისათვის კონტრაქტორი ორგანიზაციების შერჩევა-შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინიებული შესყიდვის საშუალებით – ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება;
ბ) ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება უზრუნველყოს „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის მეორე რიგის მშენებლობის” მუხლით (კოდი-8305) გამოყოფილ ასიგნებებში მიმდინარე წლის ბოლომდე მოსალოდნელი აუთვისებელი თანხის ფარგლებში.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გაითვალისწინონ ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის დაფინანსების სახსრები.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და სსიპ „საფინანსო სააგენტომ“ უზრუნველყონ ჭუბერი-საკენის საავტომობილო გზის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული ხე-ტყის მოჭრასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, გაითვალისწინონ ხე-ტყის საჭიროება აღნიშნული გზის ხელოვნურ ნაგებობათა მოსაწყობად.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვ. მერაბიშვილი) მიიღოს შესაბამისი ზომები მშენებლებისა და სპეციალისტების, ასევე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფისათვის მშენებლობის პერიოდში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები