„საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 2 ოქტომბრის N246/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 2 ოქტომბრის N246/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 244/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016021
244/37
15/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
010320040.58.070.016021
„საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 2 ოქტომბრის N246/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №244/37

2013 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 2 ოქტომბრის №246/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 2 ოქტომბრის N246/42      ბრძანებაში (სსმ, 02/10/2009 N119 მუხ. 1384, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.013.609) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ თანდართული დებულება.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. რეგულირების სფერო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, “საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და “საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.“;

ბ) მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქცია და შემადგენლობა“;

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში - კომისია) ატარებს მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას.“;

გ.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისიის თავმჯდომარეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ან მისი მოადგილე.

4. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუციელებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.“;

გ.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით, კომისიისგან დამოუკიდებლად, იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეული). საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.“.

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსის/ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს  შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო).“.

ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:

ა) შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

გ) შესასრულებელი სამუშაო;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

ვ) კომისიის მისამართი.

4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

5. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა.“.

თ)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. კონკურსის ჩატარების პროცედურა

1. კონკურსი შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით:

ა) წერითი დავალება;

ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

გ) გასაუბრება;

დ) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.

2. კონკურსის ფორმებს, პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.“.

ი)  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. კონკურსში მონაწილეობა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

3. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

4. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.

კ) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ლ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. კონკურსის შედეგები

1. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს – კომისიის მიერ კანდიდატის  წამოყენების  ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.“.

მ) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ნ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა

კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და კომისიის გადაწყვეტილებას.“.

ო) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

პ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.“.

ჟ) მე-19 მუხლის მე-2- მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ატესტაციის ფორმებს, პროგრამასა და სატესტო მეთოდიკას განსაზღვრავს კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორთან შეთანხმებით.

3. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

4. ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.“.

რ) მე-20 მუხლის:

რ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.“;

რ.ბ) მე-6 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან  ერთ კვირაში.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.

8. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

9. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია