„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016133
29
25/10/2013
ვებგვერდი, 01/11/2013
010250020.35.157.016133
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

          თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2013 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ' თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის №21დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის საფუძველზე,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო 

ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
 შეტანილი იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის №21 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი,   10/06/2013, სარეგ. კოდი:  010250020.35.157.016125) დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების“ მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი  6.  საპრეტენზიო კომისია

  1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს  თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის
  2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
  3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიას ემსახურება სამდივნო.
  4. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
  5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
  6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
  7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
  8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
  9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
  10. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ  დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
  11. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/ საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
  12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი