„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016032
01/769
28/10/2013
ვებგვერდი, 31/10/2013
040030000.22.055.016032
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/769

2013 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის N52 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/04/2012, სარეგისტრაციოკოდი 040030000.22.055.016015) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულებაში“ (შემდგომში - დებულება)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2  პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შო­რის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტ­როლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვა­ლეობების შესრულებას, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს“. 

2. დებულების მე-3  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„3. ცენტრს ჰყავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი“.

3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“, „32“ და „33“ პუნქტები:

„31. აპარატის უფროსი:

ა) კოორდინაციას უწევს აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების  საქმიანობას;

ბ) ახორციელებს ცენტრის უფროსის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულად და ეფექტურად შესრულების კონტროლს;

გ) ცენტრის უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით და ასევე, წინადადებებს სტრუქტურული ქვე­დანაყოფის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

დ) ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.

32. აპარატის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი.

33. აპარატის უფროსის მოადგილე დახმარებას უწევს აპარატის უფროსს ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაში, ასრულებს ცენტრის უფროსის და/ან აპარატის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობებს“.

4. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ცენტრის უფროსის დავალებით“. 

5. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი.

6. დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრის აპარატში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სტრუქ­ტურული ქვედანაყოფების უფროსები, რომელთაც თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროსი.”

7. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.

8. დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„გ) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის უფროსს ან/და აპარატის უფროსს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) წარუდგენს აპარატის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვე­დანაყოფების თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ასრულებს ცენტრის უფროსის და/ან აპარატის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს“.

9. ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

10. დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. ცენტრის აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის დეპარტამენტი;
ბ) სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიურო.
2. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიული ორგანო, რომლის საქმიანობასაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი“. 

11. ამოღებულ იქნეს დებულების მე-4  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

12. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 5. ცენტრის აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები 

1. სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში,  ,,მოხალისეობის ინსტიტუტის“ დანერგვასა და პოპულარიზაციას ბავშვებსა და ახალგაზრდებში;

გ) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ქმნის ჩართულობის ზრდის შესაძლებლობებს მოხალისეობრივ აქტივობებში;

დ) ეხმარება ბავშვებსა და ახალგაზრდებს ზოგადი ცოდნის ხარისხის ამაღლებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;

ე) გეგმავს და ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ინტელექტუალურ თამაშებს;

ვ) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას;

ზ) იწვევს ექსპერტებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხების შესახებ ლექცია-სემინარების ჩასატარებლად;

თ) ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებების ანალიზს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ი) მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ახდენს კონკრეტული პროგრამების/პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას;

კ) მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ამაღლების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან;

ლ) მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე ახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს/პროექტებს;

მ)  პოპულარიზაციას უწევს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინიციატივებს საზოგადოებაში;

ნ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო პროგრამების/პროექტების შესახებ და ხელს უწყობს მათ ჩართვას საერთაშორისო აქტივობებში;

ო) საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, ,,ევროპის მოხალისეობრივი სერვისის“ აკრედიტაციის ფარგლებში, იღებს მოხალისეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან;

პ) მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურებთან, როგორც ქვეყნის მაშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე;

ჟ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა შერჩევასა და მონაწილეობას;

რ) ახორციელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების მხარდაჭერას;

ს) არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს მცირე და მასშტაბურ კვლევებს, მიზნობრივი და ცნობიერების ასამაღლებელი სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და ტრენინგების ორგანიზებას, თემატური დისკუსიების მოწყობას და შედეგების შეფასებას;

ტ) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტეგრაციისა და ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების დანერგვას, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას;

უ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ახორციელებს მიზნობრივი პროგრამების/პროექტების შესრულებას, ხელს უწყობს თვითმმართველობებისა და სასკოლო კლუბების აქტივობის გაზრდას, მათი ინიციატივების პრაქტიკურ რეალიზაციასა და მხარდაჭერას;

ფ) ცენტრის მიზნების რეალიზაციის მიზნით ახორციელებს გრანტებისა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრების მოძიებას;

ქ) ყოველი პროგრამის/პროექტის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებას და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას, ხოლო არა უგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის ან/და აპარატის უფროსის სხვა დავალებებს.

2. სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტი:

ა) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
ბ) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სპეციალური სპორტული პროგრამების/პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ)  ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას;
დ)  ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, აგრეთვე ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას;
ე) ახორციელებს დაინტერესებულ პირთათვის სათანადო განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას პროექტში ჩართვასა თუ სხვა სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით;
ვ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის/პროექტის ბენეფიციართა შერჩევას, ინფორმირებას, მობილიზებასა და კოორდინირებას;
ზ) ახორციელებს ცენტრის, მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების მიერ ცენტრის პროგრამების/პროექტების განხორციელების შეფასებასა და ადგილზე ზედამხედველობას, შესაბამის ბენეფიციართა უკუგების მიღების, ინტერვიუირების თუ შეფასების სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით;
თ) სამომავლო პროგრამების/პროექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კატეგორიზაციას, სისტემატიზაციასა და დამუშავებას;
ი) ცენტრის პროგრამების/პროექტების განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს ცალკეული აქტივობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, ასევე არამატერიალური (სამუშაო, მომსახურება) რესურსის სახეობას, ოდენობას, ხარისხს;
კ) ყოველი პროგრამის/პროექტის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებას და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას, ხოლო არა უგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის ან/და აპარატის უფროსის სხვა დავალებებს.

3.ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვასა და კონტროლს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის მართვისა და საქმის წარმოების ორგანიზაციას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) უზრუნველყოფს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ცენტრის წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში, სამართალდამცავ და სხვა ორგანოებში;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) ახორციელებს კორესპონდენციის საქმისწარმოებას;

თ) წარმართავს საარქივო საქმიანობას;

ი) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, ახორციელებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას;
ლ) არა უგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს ცენტრის უფროსის ან/და აპარატის უფროსის სხვა დავალებებს;

4.  საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიურო:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას ცენტრში მიმდინარე პროგრამების/პროექტების შესახებ;
ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით, ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას;
გ) კოორდინაციას უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შემდგომში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სპეციალური სატელევიზიო პროგრამის მომზადებას;
ე) ცენტრის პროგრამების/პროექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, გეგმავს და ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ასევე არჩევს საკომუნიკაციო არხებს და შეიმუშავებს მედიაგეგმას, ახორციელებს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობასა და შემოქმედებითი სამუშაოს ხელმძღვანელობას (სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და ასევე სხვა მასალების შემუშავება);
ვ) ახორციელებს საკომუნიკაციო/სარეკლამო ტექსტების შექმნასა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირებას (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვა);
ზ) ახორციელებს ცენტრის ვებგვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ცენტრის ინფორმაციულ მხარდაჭერას;
ი) ახორციელებს ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და მათით დაინტერესებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას;
კ) არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცენტრის უფროსის ან/და აპარატის უფროსის სხვა დავალებებს“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი