სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 31/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
411
31/07/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 31/07/2007
000000000.00(0).000.000000
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 411

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღის მუნიციპა­ლიტეტის გამგეობას გამოუყოს 4 000 000 (ოთხი  მილიონი) ლარი ქ. სიღნაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მეორე ეტაპისათვის შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქის სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია;

ბ) ქალაქის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქცია;

გ) წყლის 2000 მ3 რეზერვუარის მონტაჟი;

დ) ქალაქის ფეკალური კანალიზაციის რეკონსტრუქცია;

ე) ქალაქის ელექტროქსელების რეკონსტრუქცია;

ვ) ქალაქის გარე განათება;

ზ) ხრეშოვან ფუძეზე ქვიშა-ცემენტის ნარევზე გრანიტის ფლეთილი ქვით გზების საფარის მოწყობა 6500 მ2-ზე;

თ) ქალაქის გამწვანება;

ი) ქალაქის კავშირგაბმულობის ქსელის რეკონსტრუქცია;

კ) არსებული საბაგირო გზის დემონტაჟი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ექვეპუნქტის შესა­ბამისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან  მოლაპარაკების საშუალებით. 

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორს გ. ნაცვლიშვილს ადმი­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურ­ჯა­ანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგა­რეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი