ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 30/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
408
30/07/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 30/07/2007
000000000.00(0).000.000000
ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №408

2007 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთარობის 2006 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა „ერთიანი სამთავრობო ქსელის“ შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ გამოვლენილ შპს „მაგთიკომთან“ №1 დანართით გათვალისწინებულმა უწყებებმა საქართველოს მთავრობასა და შპს „მაგთიკომს“ შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაო­ბაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყონ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსაურების არა უმეტეს 5-წლიანი შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

 

დანართი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლე­ბის სამსახური

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამ­სახური

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექცია

სსიპ – საფინანსო სააგენტო

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სოციალური სუბსიდიების სააგენტო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელო­ბისა და სოციალური პროგრამების სააგენტო

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვ­ნული ცენტრი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი

აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო

კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავ­ლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო

სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო

აფხაზეთის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის სამმართველო

საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგური

შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია

ქ. ბათუმი 6000, გამსახურდიას ქ. №6

ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი

დ. მანგლისი

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი

ქ. ბაღდათი, სოფ. ვარციხე

სსიპ – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

სსიპ – ქობულეთის სახ. აღკვეთილი

სსიპ – კოლხეთის ეროვნული პარკი

სსიპ – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და სახელმწიფო ნაკრძალი

სსიპ – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი

სსიპ – ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი

სსიპ – ლაგოდეხის სახელმწიფო ნარკძალი და აღკვეთილი

თბილისის ეროვნული პარკი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღ­სრულების დეპარტამენტი

სსიპ – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო

სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი

სააღსრულებო დეპარტამენტი

სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელა­ვის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიცი­პალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტები)

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ცხინვალის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავ­მჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავ­მჯდომარე

საქართველოს მთავრობის კანცელარია

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევრო­პულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეფორ­მების კოორდინაციის საკითხებში.