საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 27/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
399
27/07/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 27/07/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 399

2007 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონ­მდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები:

ა) პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში დამა­ტების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინის­ტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 11.05.05, 1/114);

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 24.05.07, 1/131).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი