დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“), ამჟამად შპს „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 27/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №398
2007 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („ საქინფორმის“ ), ამჟამად შპს „ საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემის შესახებ
„ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“), ამჟამად შპს „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 30 ივნისის №3406-რს დადგენილების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“), ამჟამად შპს „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები