საქართველოს მთავრობასა და Law Offices Paige E. Reffe -ს შორის ხელშეკრულების დადებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და Law Offices Paige E. Reffe -ს შორის ხელშეკრულების დადებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 05/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
95
05/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 05/04/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და Law Offices Paige E. Reffe -ს შორის ხელშეკრულების დადებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №95

2005 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და Law Offices Paige E. Reffe -ს შორის ხელშეკრულების დადებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 9-10 მაისს იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ორგანიზებისათვის საჭიროა საქართველოს მხარის მიერ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება,

მოწონებულ იქნეს ამერიკის მხარის წინადადება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

1. საქართველოს მთავრობის სახელით დაიდოს ხელშეკრულება Law Offices Paige E. Reffe -სთან მომსახურების გაწევის შესახებ.

2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ვ. ჩეჩელაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საქართველოს მთავრობის სახელით დადების მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი