დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 377 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 24/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №377
2007 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილი მართვის უფლებით, 20 წლის ვადით, სიმბოლურ ფასად 1 აშშ დოლარად გადაეცეს შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენსს“.
2. შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენსისათვის“ მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შპს „ბათუმის აეროპორტის“ არსებული დავალიანებების დაფარვა, მათ შორის – 2011 წლის 30 მაისიდან 2016 წლის 30 მაისამდე შპს „ბათუმის აეროპორტის“ 1 413 726 (ერთი მილიონ ოთხას ცამეტი ათას შვიდას ოცდაექვსი) ლარის ოდენობის რესტრუქტურიზებული ვალის გადახდა, თანაბარი ყოველწლიური გადახდების სახით;
ბ) სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის“ უსაფრთხოების სისტემის მუშაობის ხარჯის დასაფარავად მხარეებს შორის წერილობით შეთანხმებული ყოველთვიური უსაფრთხოების თანხის გადახდა;
გ) მართვის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში შპს „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლების 85 - პროცენტის საქართველოს მოქალაქეებისაგან დაკომპლექტება.
3. შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენსი“ შპს „ბათუმის აეროპორტის“ 100-პროცენტიანი წილის მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.
4. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინსიტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები