დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის რ. ჭითანავას მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 01/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №91
2005 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის რ. ჭითანავას მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ს“ ქვეპუნქტისა და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ჭითანავა დაინიშნოს საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში (მმო).
2. დაევალოს რ.ჭითანავას საქართველოს სახელით აწარმოოს ურთიერთობა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დიპლომატიური არხებით აცნობოს, რომ რ. ჭითანავა დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები