დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 18/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №373
2007 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ
მიმდინარე წლის ივლისში წყალდიდობამ მთლიანად წაიღო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – ხოფურთან და გაღმა ბაბილთან დამაკავშირებელი ხიდები, რის შედეგადაც 140 კომლი მთლიანად მოწყდა მუნიციპალურ ცენტრს, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ გედსამანიაში მისასვლელი საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებში გამოირეცხა მიწის ვაკისი, რის გამოც მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა 75 კომლი და ცხრაწლიანი სკოლა.
სოფლების – ხოფურისა და გაღმა ბაბილის ხიდების და გედსამანიის საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოთა შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) უზრუნველყოს სოფლების – ხოფურის, გაღმა ბაბილის ხიდებისა და გედსამანიაში მისასვლელი საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, რომლის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოთა დასრულების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის სოფელ ხოფურსა და გაღმა ბაბილთან დამაკავშირებელი აღდგენილი ხიდების გადაცემა, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენილი მონაკვეთების გადაცემა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები