დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 31/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №89
2005 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
,,EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
საბა კიკნაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
საბა სარიშვილი - საქართველოს ბიზნესის კონფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი
ნუგზარ სარჯველაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ ქვარიანი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
მოადგილე
გიორგი ღუღუნიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.”
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები