ქ. თბილისი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქ. თბილისი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 03/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
530
03/12/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 03/12/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 530

2005 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

მიმდინარე წელს ნაადრევად მოსულმა თოვლმა ზვავებით ჩაკეტა პირიქითა ხევსურეთის რეგიონთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. სპეციალური ტრანსპორტით მოძრაობის მცდელობა ავტოავარიით დამთავრდა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა.  იმის გამო, რომ ვერ ხერხდება გზის გაწმენდა, პირველი მოხმარების  პროდუქტების (ფქვილი, მარილი, შაქარი) გარეშე დარჩა ამიტომ პირიქითა ხევსურეთის რვა სოფლის სამოცდაათი ოჯახი .

დუშეთის რაიონის პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობისათვის გადაუდებელი  დახმარების გაწევის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი)  საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) ლარი  სურსათის შესაძენად.

2. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

3. განკარგულება ძალაში ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი