ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 03/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
529
03/12/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 03/12/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 529

2005 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ  შეთანხმებათა  შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის მიმდინარე წლის 9 ივლისს ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის მიზნით:

1. დამტკიცდეს 2005 წლის 9 ივლისს თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღა­ნეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალი­ზაციის თანდართული პროგრამა.

2. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა დროულად გადა­წყვეტა და შესრულებული სამუშაოს შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმირება.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც შეთანხმებათა რეალიზაციის პროგრამის კოორდი­ნატორმა, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს სამინის­ტროებისა და უწყებების მიერ თანდართული პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

 

2005 წლის 9 ივლისს თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსი პეტრიაშვილის ავღანეთში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის პროგრამა

 

1. საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის შექმნა.

2. მდინარე ამუდარიაზე ნაპირდაცვით სამუშაოთა შესრულების, ქ. ქაბულის საცხოვრებელი რაიონების ერთობ­ლივი მშენებლობის შესაძლებლობის, აგრეთვე, ქ. ქაბულის წყალგაყვანილობისა და სხვა კომუნიკაციების მდგომარეობის შესწავლის მიზნით შესაბამისი დასკვნების მომზადება.

3. ავღანეთის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში ქართველ სპეციალისტთა ჩართვის შესაძ­ლებლობის შესწავლა.

4. ავღანეთისათვის განკუთვნილი და ავღანეთის ტვირ­თების ტრანსპორტირებისათვის საქართველოში არსებული საზღვაო ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქ­ტურის გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა.

5. საქართველოში წარმოებული მიკროჰესების ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისათვის მიწოდება და მათი საექსპლუ­ატაციოდ გადაცემა.

6. ქ. ქაბულსა და ქ. თბილისს შორის საჰაერო მიმოს­ვლის დაწყების შესაძლებლობის შესწავლა.