„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016074
621
28/10/2013
ვებგვერდი, 31/10/2013
010170000.22.029.016074
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №621

2013 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“  (დანართი №1):

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტი ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა  განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტიგენტიდან.  განაცხადის შევსება ხდება სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმა და დანართი №3 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმა. დევნილს აქვს უფლება, განაცხადის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, დააზუსტოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და  აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა  და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემთხვევაში, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები.“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. დევნილი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალიწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სხვა პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებ(ებ)ის გაკეთების მიზნით,  ავსებენ მხოლოდ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმას. ამ შემთხვევაში, დევნილი ოჯახის ან სამინისტროს ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს/გადამოწმდეს დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.“;

დ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას. გარდა  კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2 ქულა, თუ იგი შეავსებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში, გარდა ქ. თბილისისა.“.

2. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართ №4-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე

დანართი 4

სახოვრებელი ფართი სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი

ქულა

კომპაქტურად  (ორგანიზებულად)  ან  კერძოდ  განსახლების  იმ  ობიექტებში მაცხოვრებელი  დევნილები, რომელი  შენობებიც  წარმოადგენს  კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას

3

საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა)

3

კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილები, რომელი შენობებიც  სახელმწიფო  ან/და  ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ მნიშვნელოვან ობიექტებს; აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული  თვითმმართველობის (თუ ისინი  არიან მესაკუთრეები), ან  სხვა  საჯარო  უწყების  მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას.

2

კერძო  სექტორში  მაცხოვრებელი  ოჯახის  საცხოვრებლის  სტაბილურობა. ამჟამინდელ საცხოვრებელში ყოფნის ხანგრძლივობა არის 1 წელზე ნაკლები და ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახმა 2-ზე მეტჯერ  შეიცვალა  საცხოვრებელი

1