„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
371
11/07/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 11/07/2007
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 371

2007 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართ­ველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 გან­კარგულების თანახმად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ასიგნებები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამართული ტენდერების შედეგად მიღებულია გამოყოფილ ასიგნებათა ნაწილის – 235 ათასი (ორას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ეკონომია. აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბი­უჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის №70 განკარგულებაში და პირველი პუნქტის ქვეპუნქტს დაემატოს თ.ვ, თ.ზ, თ.თ და თ.ი ქვეპუნქტები:

თ.ვ) ნინოშვილის, აბაშიძის, მოსკოვის, ჭავჭავაძის, სტალინის, თხელიძის ქუჩების დახაზვა – 40 ათასი ლარი;

თ.ზ) ნინოშვილის, აბაშიძის, მოსკოვის, სტალინის, თხე­ლიძის ქუჩებზე საგზაო ნიშნების მოწყობა – 15 ათასი ლარი;

თ.თ) დამატებით, მრავალსართულიანი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა (ძირითადად ქალაქის პერი­ფერიულ დასახლებებში) – 60 ათასი ლარი;

თ.ი) სტალინის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ადმინის­ტრაციული შენობის წინამდებარე მოედნის, მაღაროელთა მოედანთან დამაკავშირებელი ხიდის გზის საფარის ორმული შეკეთება – 120 ათასი ლარი..

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი