დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის №359 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 370 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 11/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №370
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის №359 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „გუდაურში სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის №359 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააქციო საზოგადოება „გუდაურის“ სამთო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარების, უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, ახალი ძირითადი საშუალებების შეძენის, ტრანსპორტირების, დამონტაჟების, რიგი არსებული ძირითადი საშუალებების კაპიტალური შეკეთების მიზნით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ა. ალექსიშვილი) საკრედიტო რესურსად გამოეყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით სააქციო საზოგადოება „გუდაურისათვის“ სესხის მისაცემად და მანვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „გუდაურს.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სათხილამურო სეზონის დაწყებამდე გუდაურში სამი მოქმედი და ერთი უმოქმედო საბაგირო გზის რეაბილიტაციის, აგრეთვე ახალი საბაგირო გზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებისა და სამუშაოთა უმოკლეს ვადებში დასრულების აუცილებლობიდან გამომდინარე სააქციო საზოგადოება „გუდაურმა“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები