დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასტუმრო „თორის“ მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 11/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №368
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
სასტუმრო „ თორის“ მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
1. ქ. თბილისში, ჭანტურიას ქ. №10-ში მდებარე სასტუმრო „თორის“ სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას, რომ სასტუმრო „თორის“ მშენებლობის ნებართვის გაცემა უზრუნველყოს გამარტივებული წესით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები