დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისი „თურქეთის ექსპორტ კრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 522 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 03/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №522
2005 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„თურქეთის ექსპორტ კრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს „თურქეთის ექსპორტ კრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.
2. „სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის №135 ბრძანებულების შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება „თურქეთის ექსპორტ კრედიტ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“ ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები