ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 23/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
516
23/11/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 23/11/2005
000000000.00.00.000000
ქ. თბილისი 2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 516

2005 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

2005 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

სს თბილგაზი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს კრედიტორებისა და მათ შორის შპს გაზექსპორტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას, რის გამოც საფრთხე ექმნება ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.   2005  წლის   შემოდგომა-ზამთრის  პერიოდში ქ. თბილისის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 5 773 672.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხა ათწლიანი კრედიტის სახით, ხუთი წლის შეღავათიანი პერიოდით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით მიეცეს სს თბილ­გაზს შპს გაზექსპორტის მიმართ გასულ პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმონ საკრედიტო ხელშეკრულება სს თბილგაზთან.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი