დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 17/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №508
2005 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესზე 3T ტრანსფორმატორი უნდა შეიცვალოს ახლით. მის გადასაზიდად საჭირო მისაბმელი 12- ღერძიანი ავტომატარებლის წონა (ტვირთიანად) 325 ტონაა. ტვირთის სპეციფიკურობისა და რეაბილიტაციის სამუშაოთა მნიშვნელობიდან გამომდინარე:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნით, აღნიშნული ტრანსფორმატორის ენგურჰესზე გადაზიდვის ოპტიმალურ მარშრუტად მიჩნეულია ოჩამჩირე-გალი-დაბა საბერიოს საავტომობილო გზა.
2. საქართველოს ენერგოსისტემისათვის ენგურჰესის უდიდესი მნიშვნელობისა და „ საქართველოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის საზღვაო რაიონში საქართველოს უფლებების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის შესახებ12“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს № 313 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების ქ. ოჩამჩირის პორტში შეუფერხებლად შესვლისათვის.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური).
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები